იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 23 აგვისტო 2025, 11:32
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დრაგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „სასტიკი გამოფხიზლების ზარის“ შემდეგ ევროკავშირის გავლენის შესახებ ნებისმიერი ილუზია გაქრა.

მისი განცხადებით, ევროკავშირს მოუწია შეეგუოს აშშ-ის ტარიფების დაწესებას - მისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორის მიერ.

აშშ-მა ევროკავშირი აიძულა გაეზარდა სამხედრო ხარჯები „ისე, რომ ეს, ალბათ, არ ასახავს ევროპის ინტერესებს“. დრაგიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორში მომხდარი ხოცვა-ჟლეტაში „დამკვირვებლის“ როლს ასრულებდა.

იტალიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მარტივია, „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფაქტობრივად, ევროპის ომის ქორები მარიონეტული კონფლიქტის გაღვივებით არიან დაკავებულნი და სასოწარკვეთილად ცდილობდნენ პუტინი - ტრამპის ალასკის სამიტის საბოტაჟს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი