იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 23 აგვისტო 2025, 13:16
იტალიის ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის განცხადებამ საფრანგეთთან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

კერძოდ, სალვინიმ ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნას უჭერს მხარს, მას შეუძლია „ჩაფხუტი დაიფაროს“ და თავად წავიდეს უკრაინაში.

ამ განცხადების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი პარიზში ემანუელა დ'ალესანდრო დაიბარეს.

„ელჩს შეახსენეს, რომ ასეთი განცხადებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებსა და ნდობის ატმოსფეროს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ეწინააღმდეგება აგრეთვე ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ორი ქვეყნის პოზიციების დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთებით უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი