ედიშერ გვენეტაძე: კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, ის არ უნდა იყოს მორგებული ვინმეზე - 2018 წლიდან დღემდე, ერთხელაც არ შეცვლილა საქართველოს ძირითადი კანონი და ის ცალსახად ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 24 აგვისტო 2025, 18:35

დღეს შესრულდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30 წელი. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომაც მას არ უნდა ცვლიდნენ ცალკეული ხელისუფლებები და ის არ უნდა იყოს მორგებული ვინმეზე „საპოჟნიკის“ მიერ „კალაპოტზე“ შეკერილი და მერე დროდადრო საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეკეთებული ფეხსაცმელივით. როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლება, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები აღარ განხორციელებულა და ის ცალსახად ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობას.

„დღეს შესრულდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30 წელი. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომაც მას არ უნდა ცვლიდნენ ცალკეული ხელისუფლებები და ის არ უნდა იყოს მორგებული ვინმეზე „საპოჟნიკის“ მიერ „კალაპოტზე“ შეკერილი და მერე დროდადრო საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეკეთებული ფეხსაცმელივით. როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლება და რომელიც თავისი შეხედულებისამებრ ლამის ყოველ შაბათ-კვირას ცვლიდა და საკუთარ თარგზე ირგებდა ქვეყნის ძირითად კანონს, რაშიც მას ცალსახად მხარს უჭერდნენ გარე პატრონები, რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მიშა დასვეს იქ, სადაც მას 9 წლის განმავლობაში კონსტიტუცია კი არა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ამიტომაც, კონსტიტუციას ის და მისი ხროვა როგორც უნდოდა ისე ჭრიდა და კერავდა.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა ისევ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ გამოისობით, რათა შექმნილიყო კომისია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან შესაბამისობაში მოიყვანდა სააკაშვილის ხროვის მიერ შეურაცხყოფილ და შეკრეჭილ-შემოკრეჭილ კონსტიტუციას.

მართლაც მიღებული ცვლილებების შემდეგ, 2018 წლიდან დღემდე ერთხელაც არ შეცვლილა საქართველოს ძირითადი კანონი და ის ცალსახად ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სრულყოფას და განმტკიცებას“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი