გია აბაშიძე: ევროკომისიამ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა - ვერანაირ ლოგიკაში ჯდება ის მოცემულობა, რომ საქართველოს წინსვლა ევროჩინოსნებისთვის ვითომ შეუმჩნეველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 25 აგვისტო 2025, 18:45

საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები შეესაბამება სიტყვას საქმიანს და საქმეს სიტყვიანს, ევროკრატიის თავდასხმები ჩვენს ხელისუფლებაზე კი შეესაბამება სიტყვებს უარგუმენტოსა და უტიფარს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, შესაბამისად, ლოგიკაში ვერ ჯდება ის მრავალწლიანი მოცემულობა, რომლის მიხედვით, კონკრეტული ევროპელი ჩინოსნები საქართველოს ამგვარ წარმატებას არ იმჩნევენ.

„საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები შეესაბამება სიტყვას საქმიანს და საქმეს სიტყვიანს, ევროკრატიის თავდასხმები ჩვენს ხელისუფლებაზე კი შეესაბამება სიტყვებს უარგუმენტოსა და უტიფარს. ვერანაირ ლოგიკაში ჯდება ის მრავალწლიანი მოცემულობა, რომ წონად ინდექსებში საქართველოს წინსვლა, ვითომ შეუმჩნეველია ცალკეული ევროჩინოსნების მხრიდან და გრძელდება უსინდისო კრიტიკა. მრავალგზის დემოკრატიულად არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვითმყოფადობას არავის და არანაირი შანტაჟის პირობებში დაუთმობს.

ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.
რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს.

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინა და მოლდოვა არიან გამწესებულნი.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი