ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 25 აგვისტო 2025, 19:42

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ, პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. ამავდროულად, ამგვარი ფორმის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლარად წარდგენა. ასევე, მარტივდება მატერიალური ფორმით დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურაც. აგრეთვე, თუკი პარტიულ სიაში იქ არსებული კანდიდატების რაოდენობა ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმუმს იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა პირადი განცხადების საფუძველზე გაიუქმეს რეგისტრაცია, აღნიშნული არ იქნება სიის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ამგვარ ცვლილებას გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება, რათა არ გაუქმდეს რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების პარტიული სია“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკო-ს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.

ცესკო-ს ცნობით, მიღებული დადგენილების თანახმად, კანდიდატი თუ იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას – ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა ერთვოდეს ორი ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი ორ ეგზემპლარად.

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამასთან, ცესკო-ს ინფორმაციით, დღესვე საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი;  გაუქმდა პარტიის მიერ ყველა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარტიული სიის, მერობის კანდიდატის ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია.

ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოში, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც რეგისტრაციაში გატარდა მის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მათი რეგისტრაცია არ გაუქმებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი