დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ხუმრობით „ევროპის პრეზიდენტს“ ეძახიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 25 აგვისტო 2025, 19:54

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ხუმრობით „ევროპის პრეზიდენტს“ ეძახიან.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, სადაც მან დღეს რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.

ტრამპის თქმით, დღეს აშშ „მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი ქვეყანაა“.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებზე საუბრისას აღნიშნა: „ისინი იმდენად სცემენ პატივს თქვენს პრეზიდენტს, რომ ხუმრობით მეძახიან ევროპის პრეზიდენტს. ეს დიდი პატივია. მე მომწონს ევროპა. მე მომწონს ეს ხალხი. ეს კარგი ხალხია, შესანიშნავი ლიდერები“.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის დაჟინებით ითხოვდა ევროპელი მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ნატო-ს ქვეყნები სამხედრო ხარჯების, მშპ-ს 5%-მდე გაზრდას დათანხმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი