თურქეთში საქართველოს ელჩი: ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იყო მნიშვნელოვანი საკითხები - სოფლის მეურნეობის სფერო, ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი კვოტების ზრდა, ახალგაზრდული ბანაკების ჩამოყალიბება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 25 აგვისტო 2025, 21:53

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც თურქული მხარის დახმარებით გამოიყოფა ვაქცინები, რაც ხელს შეუწყობს საქონლის ვაქცინაციას საქართველოში, ასევე ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი კვოტების ზრდა არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხითაც იყო აქტიური მოლაპარაკებები, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.

არჩილ კალანდიას განცხადებით, თურქ კოლეგებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, ასევე ახალგაზრდობის კუთხით ბანაკების ჩამოყალიბება როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას და ამ მხრივ კონტაქტების გაღრმავებას. ასე რომ, ყოველმხრივ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ ჩვენ თურქ კოლეგებთან, რათა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ეროვნული ინტერესების გათვალისწინები“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი