"ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატი ჭაბუკი ჭაბუკიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 26 აგვისტო 2025, 02:15
გუნდთან ერთად, განვახორციელეთ ძალიან  ბევრი კარგი პროექტი; ინფრასტრუქტურული, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით დაწყებულ საქმეებს ვასრულებთ,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჭაბუკი ჭაბუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცაგერში ყველა მიმართულებით მუშაობენ, თუმცა, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ პრიორიტეტად რჩება. ასევე, ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

"განვახორციელეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მრავალი პროექტი, ასევე, წყალმომარაგების და სპორტული მოედნების. აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. ახლაც მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის და სოფელ ბარნალის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.
შენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელებით, საშხაპეებით, რომელიც მოემსახურება სპორტულ აქტივობებს. ჩვენ სპორტული კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით მშენებლობებს მომავალშიც გავაგრძელებთ," - განაცხადა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი