60
26 აგვისტო 2025, 10:59
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნავთობსადენ „მეგობრობის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება.
„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. მან აღიარა, რომ მათ ესროლეს ნავთობსადენ „მეგობრობას“ იმიტომ, რომ ჩვენ ევროკავშირში მათ გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ. ე.ი. უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება“, - თქვა ორბანმა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „მეგობრობის“ მილსადენის არსებობა, საიდანაც უნგრეთი, სლოვაკეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთიდან ნავთობს იღებენ, უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული, რამაც ოფიციალური ბუდაპეშტის გაღიზიანება გამოიწვია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |