„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 აგვისტო 2025, 14:56

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ლელოს და გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პარტიების გაერთიანება იმ დავალების ნაწილია, რასაც გარედან იღებენ და რის არშესრულებასაც ვერ გაბედავენ.

„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გაბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი