სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 აგვისტო 2025, 14:58

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში რუსული „ინტერრაოს“ ქართული ენერგეტიკის ობიექტებში შემოყვანაზე და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის დეპუტატმა ხელშეკრულების პირობებზე ისაუბრა.

„„ინტერრაოს“ და სხვა რუსულ კომპანიებს რა უნდოდა ენერგეტიკის ობიექტებში? - ა, სააკაშვილმა შემოიყვანა? სააკაშვილმა დაადებინა ის ხელშეკრულება? 2014 წელს, (რადგან მიხვდნენ, რომ აქ დასაყრდენი არ ეყოლებოდათ, იმიტომ რომ სააკაშვილი უკვე გაქცეული იყო, თავისი ხელით დახია ქართული პასპორტი) სწორედ სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა, ფული რომ ამოეღოთ თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო, რისი საშუალებაც ჰქონდათ იმ ხელშეკრულებით, რაც სააკაშვილმა დაუდო. ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად ამოვიღოთ ეს ფული მოსახლეობისგანო. ამას აღვუდექით წინ. იქ იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. 200 მილიონზე მეტით უნდა დავესანქცირებინეთ, ან გაცილებით ნაკლებით. ჩვენ იმ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა. ბუნებრივია, ეს ბრძოლა გაგრძელდება შემდეგ ინსტანციაში და ვნახოთ, შეიძლება შევამციროთ, ან სულაც გავანულოთ ეს ვალდებულებები“, - აღნიშნა ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი