სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში... შემდეგი გაჩერება - საქართველო უნდა იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 26 აგვისტო 2025, 15:02
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ტრამპმა გამოხატა მზადყოფნა შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რადგან, მისი თქმით, მათ შორის „ძალიან კარგი ურთიერთობა“ შენარჩუნდა“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ დონალდ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში ჩართვა სთხოვა.  დავით ქართველიშვილმა განმარტა, რომ თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმები ამავე ტემპს შეინარჩუნებს, შემდეგი  საქართველო იქნება.

„მორიგი შენატანი ტრამპის სამშვიდობო ყულაბაში: ვაშინგტონში ჩატარებულ შეხვედრაზე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლიმ ტრამპს მიმართა თხოვნით, რომ მან ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. მან ხუმრობითაც კი ახსენა იდეა ჩრდილოეთ კორეაში "Trump Tower"-ის აშენების შესახებ და ერთობლივი გოლფის თამაშიც კი დაასახელა მშვიდობის სიმბოლოდ.

ტრამპმა გამოხატა მზადყოფნა შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რადგან, მისი თქმით, მათ შორის „ძალიან კარგი ურთიერთობა“ შენარჩუნდა. ყველას გვახსოვს ორი ქვეყნის ლიდერის 2018 წლის (სინგაპურში) და 2019 წლის (ვიეტნამში) ჩატარებული შეხვედრები. ასევე განხილულ იქნა ისეთი მსხვილი სამხედრო ობიექტების იჯარის გადახედვის შესაძლებლობა, როგორიცაა ოსანის ბაზა: ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უარი თქვას იჯარაზე და გახდეს მიწის მფლობელი, სადაც ეს დიდი ბაზა მდებარეობს.

ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება - საქართველო უნდა იყოს. ღმერთმა ქნას...“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი