აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 26 აგვისტო 2025, 15:08
აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება. ერთ მხარეს დგას დიპლომატია – დაახლოებით 170 საელჩო და 270 დიპლომატიური წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში. მეორე მხარეს კი — 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში. ეს შედარება თვალსაჩინოდ ცხადყოფს: ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო დიდ  ენერგიას, რესურსსა და ძალისხმევას დებს ომის ინფრასტრუქტურაში,  ვიდრე  მშვიდობის ინსტრუმენტებში. საელჩო იქმნება იმისთვის, რომ ხალხებს შორის ხიდი აშენდეს, განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩატარდეს დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება. საელჩო სიმბოლურად წარმოადგენს დიპლომატიას — სიტყვით და მოლაპარაკებით პრობლემების გადაჭრას  - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამხედრო ბაზა საპირისპიროა - ეს არის ოკუპაციის, ძალადობის და შიშის სიმბოლო. მისი არსი არა დიალოგი და თანასწორობა, არამედ კონტროლი, იარაღის გადანაწილება და ძალის დემონსტრირებაა. 

„აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება. ერთ მხარეს დგას დიპლომატია – დაახლოებით 170 საელჩო და 270 დიპლომატიური წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში. მეორე მხარეს კი — 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში. ეს შედარება თვალსაჩინოდ ცხადყოფს: ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო დიდ  ენერგიას, რესურსსა და ძალისხმევას დებს ომის ინფრასტრუქტურაში,  ვიდრე  მშვიდობის ინსტრუმენტებში.

საელჩო იქმნება იმისთვის, რომ ხალხებს შორის ხიდი აშენდეს, განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩატარდეს დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება. საელჩო სიმბოლურად წარმოადგენს დიპლომატიას — სიტყვით და მოლაპარაკებით პრობლემების გადაჭრას. 

სამხედრო ბაზა კი საპირისპიროა — ეს არის ოკუპაციის, ძალადობის და შიშის სიმბოლო. მისი არსი არა დიალოგი და თანასწორობა, არამედ კონტროლი, იარაღის გადანაწილება და ძალის დემონსტრირებაა. სადაც საელჩო შეიძლება ემსახურებოდეს  მეგობრობის  გაღრმავებას, იქ ბაზა ამყარებს ამერიკულ ჰეგემონიას და სახელმწიფოებს „გეოპოლიტიკური მძევლების“ მდგომარეობაში აყენებს.

რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს: აშშ არა მშვიდობის არქიტექტორია, არამედ ომის დისტრიბუტორია.  მისი მთავარი ექსპორტი არის კონფლიქტი, ნგრევა და სიკვდილი. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოებაზე მხოლოდ საკუთარ საზღვრებში ზრუნავს,  ეს არის გლობალური ძალა, რომელიც მთელი პლანეტის მასშტაბით, ომის ქსელს აშენებს. 

ამგვარი ბალანსი ცხადყოფს, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავდება იმ სახისგან, რომლის წარმოჩენასაც აშშ ცდილობს. ის ცდილობს გვაჩვენოს, რომ  მსოფლიოს  აწვდის „დემოკრატიას“ და „თავისუფლებას“, მაგრამ ამის უკან იკვეთება ძალადობა, ომები და სისხლი. მშვიდობის ნაცვლად, ამერიკის გლობალური ინფრასტრუქტურა ავრცელებს ოკუპაციას, დაპირისპირებას, ნგრევას და სიკვდილის.“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი