ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანს ღორის ფილტვი პირველად გადაუნერგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 26 აგვისტო 2025, 16:33

ჩინეთში მეცნიერებმა მსოფლიოში პირველად გადაუნერგეს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ფილტვი. სხეულმა ორგანო არ უარყო, რაც ტრანსპლანტაციისთვის ცხოველების ორგანოების პერსპექტიულობას ადასტურებს.

„ტრანსგენური ღორების ფილტვები ადამიანის სხეულში აქამდე არასოდეს გადაუნერგიათ, შედეგად არ გვქონდა მონაცემები იმის შესახებ თუ რა რეაქცია ექნება პაციენტის იმუნიტეტს ამაზე“, - აღნიშნეს ექიმებმა. მათ დაადასტურეს, რომ გადანერგილი ორგანო 216 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

პროექტს პროფესორი ჰე ჯიანსინი ხელმძღვანელობდა, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომლის გუნდი გენმოდიფიცირებული ღორების შექმნაზე მუშაობს.

ფილტვი 39 წლის კაცს გადაუნერგეს, რომელსაც ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირეს. ამ ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, მესამე დღეს მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტმა ღორის ქსოვილისადმი ანტისხეულები გამოიმუშავა, ამასთან, დაფიქსირდა ანთების ნიშნები და იმუნურ პასუხთან დაკავშირებული პოტენციური დაზიანებები. მეცნიერების თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ პაციენტის სრული უსაფრთხოებისთვის ღორის დნმ-ის შემდგომი სრულყოფა არის საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი