ღიმილის მომგვრელია „ლელოს“ და გახარიას პარტიების გაერთიანება, რადგან არქივი ძალიან ნათლად ინახავს იმ მკაფიო შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერთმანეთის მიმართ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აცხადებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 26 აგვისტო 2025, 17:27
განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია „ლელოს“ და გახარიას პარტიების გაერთიანება, რადგან არქივი ძალიან ნათლად ინახავს იმ მკაფიო შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერთმანეთის მიმართ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, რომლითაც „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.

„ეს მათი ერთობაც კიდევ ერთი მაგალითია მათი ამომრჩევლისთვის, რომ ეს არის არასერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ცდილობენ, რომ წინ წაიწიონ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინეს, თუმცა მათ ერთობამდე იყო მწვავე ურთიერთბრალდებები. არქივი ინახავს ორი პარტიის ლიდერების, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელსაც ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი