59
26 აგვისტო 2025, 17:41
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი უკრაინას მოუწოდებს რუსულ ნავთობზე იერიშებისგან თავი შეიკავოს. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
ბლანარის განცხადებით, დარტყმები ნავთობსადენზე, რომლის საშუალებითაც საწვავი რუსეთიდან ევროპას მიწოდება, აზიანებს არა მხოლოდ სლოვაკეთს, არამედ უკრაინასაც.
სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია კონსტრუქციული ურთიერთობებით და ამისთვის ის კიევთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |