საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 26 აგვისტო 2025, 18:08

ჩვენ ვაპირებთ ევროკომისიისთვის დოკუმენტის გადაცემას, სადაც არის მოცემული მთელი ის დეტალური ინფორმაცია, სტატისტიკა, საკანონმდებლო პროცესები, ყველა ის მონაცემი, რომელიც ეხება საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს იმას, რისთვისაც შეიძლება ვიზალიბერალიზაცია იყოს ეფექტიანად და გამართულად ფუნქციონირებადი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„ეს დოკუმენტი მაძლევს ყველაფრის თამამად თქმის საფუძველს, რომ ობიექტური შეფასებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო მიმოსვლას. რა თქმა უნდა იმსახურებს.

ვინაიდან ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დაახლოებით 20 მეზობელი ჰყავს ევროკავშირს აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ამ 20-ვე სახელმწიფოში საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მშვიდი და ყველაზე სტაბილური მეზობელი. საქართველო ევროკავშირისთვის ტვირთს არ წარმოადგენს, რადგან მათგან არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობებისა.

არ არსებობს არც ერთი ობიექტური სტატისტიკა, მონაცემი თუ არგუმენტი, რატომაც შეიძლება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში, ჩათვალონ, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი