"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 26 აგვისტო 2025, 20:48
ჩემი მერობის პერიოდში, არაერთი გამოწვევა და მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომლის გადაჭრაც გუნდთან ერთად შევძელით. ასევე, ამ ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.  

როგორც მოქმედი მერი აღნიშნავს, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ხობის მუნიციპალიტეტის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმარს. ბუკიამ უკვე განხორციელებულ ინფრასტურქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო გეგმები აქვს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებითაც.

"ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია ჩემი ქვეყნის, ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობა და წინსვლა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ხობის თითქმის ყველა სოფელში გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონები. ასევე გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და საფეხბურთო ცენტრი. გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის როგორც ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯადაცვა, სოციალური კუთხით. სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა ნოჯიხევის N2 და შუა ქვალონის სკოლები, ამჟამად მიმდინარეობს ხეთაში სრული რეაბილიტაცია, ახალხიბულაში კი შენდება ახალი სკოლა." - განაცხადა დავით ბუკიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი