"ქართული ოცნების" ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 26 აგვისტო 2025, 21:27
მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ კერძო პირებს და ზოგადად, ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ჩვენი მოსახლეობა სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს,  - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ზაზა ქევანიშვილმა განაცხადა.

ქევანიშვილმა ისაუბრა მასშტაბური პროექტის, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დაწყებულია წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი განახლება, რაც ამბროლაურის მაცხოვრებლებს უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

"[მრავალფუნქციური ცენტრის] მსგავსი პროექტი ამბროლაურში არ ყოფილა, შეიძლება უამრავი თემის თავმოყრა და ნამდვილად მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ახალგაზრდებისთვისაც თავშეყრის ძალიან ლამაზი ადგილი იქნება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება ამბროლაურის მოსალხეობის წყლით მომარაგებას და შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობა სასმელი წყლით," - განაცხადა ზაზა ქევანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი