თუ ევროსაბჭოს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ ზიანს მოიტანს, მათ უნდა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებულ პოლიტიკურ შეფასებაზე მიუთითებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
285 27 აგვისტო 2025, 11:23
ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი აღსრულება“ აჩენს კითხვებს. ასეთი მკვეთრი მოწოდება - კანონის გაუქმებისკენ - მოითხოვს სერიოზულ არგუმენტებს, კონკრეტულ ფაქტებსა და სამართლებრივ დასაბუთებას, მაგრამ წარმოდგენილი დასკვნა ძირითადად ემყარება ზოგად შეფასებებს, რომ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს პოზიციაა, მაგრამ სად არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ კანონი ნამდვილად შეუწყობს ხელს უფლებების დარღვევას ან სისტემური რეპრესიების გაღრმავებას? განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იგივე პრინციპზე აგებული კანონი - FARA - ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა მოქმედებს და იქ ეს ინსტრუმენტი სრულიად ნორმალურ დემოკრატიულ პრაქტიკად ითვლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ჩნდება კითხვა, რატომ არის მსგავსი რეგულაცია მისაღები და ლეგიტიმური აშშ-ში, მაგრამ მიუღებელი საქართველოში. მისი თქმით, ეს უკვე ორმაგი სტანდარტების მკაფიო დადასტურებაა.

მეგრელიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს განსხვავება - რატომ ითვლება გამჭვირვალობა დასავლურ დემოკრატიაში მისაღებ სტანდარტად, მაშინ როცა იგივე მოთხოვნა საქართველოში კრიტიკის საგანია.

„ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი აღსრულება“ აჩენს კითხვებს. ასეთი მკვეთრი მოწოდება - კანონის გაუქმებისკენ - მოითხოვს სერიოზულ არგუმენტებს, კონკრეტულ ფაქტებსა და სამართლებრივ დასაბუთებას, მაგრამ წარმოდგენილი დასკვნა ძირითადად ემყარება ზოგად შეფასებებს, რომ კანონმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას.
ეს პოზიციაა, მაგრამ სად არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ კანონი ნამდვილად შეუწყობს ხელს უფლებების დარღვევას ან სისტემური რეპრესიების გაღრმავებას?

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იგივე პრინციპზე აგებული კანონი – FARA – ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა მოქმედებს და იქ ეს ინსტრუმენტი სრულიად ნორმალურ დემოკრატიულ პრაქტიკად ითვლება.
აშშ-ში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის მოთხოვნას არავინ აღიქვამს, როგორც სამოქალაქო სექტორის განადგურების მცდელობას, არამედ პირიქით – ეს კანონმდებლობა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებად არის წარმოდგენილი. აშშ-ში ვალდებულნი არიან საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი სტატუსი, ეს დემოკრატიას კი არ აზიანებს, არამედ ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არის ნორმალური და ლეგიტიმური მსგავსი რეგულაცია აშშ-ში, მაგრამ სრულიად მიუღებელი საქართველოში? რატომ ითხოვენ ევროპული ინსტიტუტები საქართველოსგან იმ ნაბიჯის გაუქმებას, რომელიც დასავლურ დემოკრატიაში სტანდარტულ ნორმადაა ქცეული? ეს უკვე ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა.

თუ ევროსაბჭოს ექსპერტთა გუნდი დარწმუნებულია, რომ კანონის აღსრულება „სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს“ მოიტანს, მაშინ მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მაგალითები, დეტალური ანალიზი და დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასება იქნება და არა სამართლებრივად გაწონასწორებული დასკვნა.

საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახოს განსხვავება თუ რატომ ითვლება გამჭვირვალობა და უცხოური გავლენების საჯარო აღრიცხვა მისაღებად ვაშინგტონში, მაგრამ რატომ ხდება იგივე მოთხოვნა მიუღებელი თბილისში?

სანამ ამ კითხვებზე მკაფიო არგუმენტირებული პასუხი არ იქნება, რთულია მსგავსი რეკომენდაციის სერიოზულად მიღება და მსჯელობა მის მისაღებობაზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი