ბოლნისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 27 აგვისტო 2025, 15:59
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მერობის კანდიდატი, სოფელ ცურტავის, ფარიზისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა, გააცნო საკუთარი სამოქმედო გეგმები და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

ჭითანავამ მოსახლეობასთან განიხილა მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. „მჯერა, რომ 4 ოქტომბერს კვლავ გავიმარჯვებთ და ჩვენი გუნდი გააგრძელებს საქართველოსა და ბოლნისის უკეთესი მომავლის მშენებლობას,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს მოსახლეობის რეალური საჭიროებები და ამის მიხედვით განსაზღვროს მომავალი საქმიანობა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი