დავით ქართველიშვილი: კინოშედევრი „ქვევრის“ შემქმნელ ქვეყანაში, ტრამპის პოზიცია სავსებით გასაგებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ „ვაჟა ზაზაევიჩის“ კინოპერსონაჟს, არამედ „ლეიტენანტ სამჭკუაშვილს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 29 აგვისტო 2025, 11:40

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„[კონფლიქტების შეჩერების მხრივ] ვაშინგტონი ამჯობინებს დიპლომატიურ გზას, რაც უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირში და განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და წერს, რომ სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთიდან ელჩებს იწვევენ, აშშ-მ ნეიტრალური მხარე დაიჭირა და ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ზოგადი პოლიტიკური გადაღლილობის, „სტაგნაციის“, მილიტარისტული „ზედოზირების“ ფონზე, უკანასკნელ ორ დღეში მსოფლიოში განვითარებული რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენების მოძიება გამიჭირდა. კი ბატონო, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას 825 მილიონი დოლარის ოდენობის შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა, რაც წინა წლებში უხვად გაცემული თანხების ფონზე, დღეს „მზესუმზირას“ საყიდელ ოდენობას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს 3 350 ერთეულ ERAM ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის, 3 350 GPS-ნავიგატორის, სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური მხარდაჭერისა და სპეციალისტთა გადამზადების მიწოდებას. დაფინანსება უზრუნველყოფილია როგორც აშშ-ის, ასევე ნატოს მოკავშირეების (დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის) მიერ.

პარალელურად, მართლმადიდებელ სლავთა შორის მიმდინარე ომში, სისხლიანმა მარიამობამ იჩინა თავი: რუსეთმა განახორციელა მასშტაბური რაკეტ-საჰაერო იერიში კიევზე. დაღუპულია სულ მცირე 19–23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები; დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისი. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩები გამოიწვიეს ახსნა-განმარტებისთვის. ბრიუსელი ამზადებს ახალ სანქციებს და აფინანსებს უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მხარეებს უბრალოდ დეესკალაციისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეტევა „სამწუხაროა, მაგრამ მოულოდნელი არ არის“, და პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა. ახალი სანქციები რუსეთზე არ დაწესებულა; ვაშინგტონი ამჯობინებს დიპლომატიურ გზას, რაც უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირში და განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში. ჩვენთვის კი, კინოშედევრი „ქვევრის“ შემქმნელ ქვეყანაში, ტრამპის პოზიცია სავსებით გასაგებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ „ვაჟა ზაზაევიჩის“ კინოპერსონაჟს, არამედ „ლეიტენანტ სამჭკუაშვილს“ - რომელიც გადაიღალა უკვე მხარეების მიმართ „ქვევრის გატეხის“ მოწოდებით, ბოლოს და ბოლოს, მართლაც და მართლაც, ქრისტე ღმერთი ხომ არაა, სასწაული მოახდინოს, დონალდ ტრამპია.

თუმცა, პატარა სასწაულებით ის მართლაც გვაოცებს - „ჯანმოდან“ გასვლის შემდეგ ტრამპმა გადააყენა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი სიუზენ მონარესი, რადგან მისი საქმიანობა „არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციის პოლიტიკას“. დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა ჯიმ ო’ნილი, რაც წამყვან მეცნიერებს შორის პროტესტისა და სამსახურიდან წასვლის ტალღას იწვევს. ექსპერტები შიშობენ, რომ სააგენტოს მეცნიერული დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშეა.

ასევე, ალასკის სამიტის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ მოულოდნელად გადააყენა CIA-ს წამყვანი რუსეთოლოგი, რომელსაც მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მონაწილეობდა თავად სამიტის მომზადებაში (სახელი და გვარი არ საჯაროვდება). მას ჩამოერთვა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. უსაფრთხოების სფეროში ექსპერტები ამას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებენ, რაც შიდა სტაბილურობასა და პროფესიულ დამოუკიდებლობას აზიანებს. ამ ეტაპზე სულ ეს იყო, მომდევნო კვირას კი პეკინი გაგვანებივრებს, სადაც მეტად საინტერესო სამიტი გველოდება ...“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი