საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ დღეს მორიგ შეხვედრას, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 30 აგვისტო 2025, 09:41

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ დღეს მორიგ შეხვედრას, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი