საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 01 სექტემბერი 2025, 12:21

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მსუბუქი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი