FT: ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 01 სექტემბერი 2025, 12:37

Financial Times-ი წერს, რომ ხუთშაბათს, 4 სექტემბერს ევროპელი ლიდერები პარიზში შეიკრიბებიან. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება. კერძოდ, ლიდერები ქვეყანაში სამხედროების გაგზავნის პოტენციურ გეგმას მოამზადებენ. როგორც FT-ს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადა, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების „მკაფიო გზამკვლევი“ არსებობს.

„უსაფრთხოების გარანტიებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თეთრ სახლში შეთანხმებას მივაღწიეთ და ეს მუშაობა კარგად მიდის“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელები იმაშიც დაარწმუნა, რომ „მხარდაჭერის ფარგლებში ამერიკული წარმომადგენლობაც იქნება“.

FT წერს, რომ სამხედრო ძალების შემადგენლობაში შესაძლოა ათობით ათასი ჯარისკაცი მოხვდეს, ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობით, რომლებსაც აშშ დახმარებას გაუწევს, მათ შორის მართვის სისტემებითა და დაზვერვისა და დაკვირვების აღჭურვილობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 4 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობას ისევ ის ლიდერები მიიღებენ, რომლებიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მათ შორის იქნებიან: შეხვედრის მასპინძელი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი