გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 02 სექტემბერი 2025, 12:22

გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს - პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს.

„გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს. ეს მას და მის პოლიტიკურ ჯგუფს კარგად აღწერს. რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, მათი მხრიდან სიების არ ჩახსნა და ფარული სურვილი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, შესაძლოა, ლოგიკურიც ყოფილიყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს. მეორე მხრივ, იმ ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობდა და ერთმანეთის წამხედურობით პარლამენტში შემოსვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი