არახამიაზე: ეს შეუმდგარი, კომიკური და თავისი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელი არსება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ პატრიოტს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, ადარებს იმ ადამიანს, რომლის პარტიის წარმომადგენლებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებული პარტიის მთავარი ტიპი თვითონ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 03 სექტემბერი 2025, 13:24
გიორგი გამსახურდია ეხმიანება  უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომელიც  მოუწოდებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  მისი ქონება საქართველოს მოქალაქეებს გადასცეს და მას უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ადარებს. 

გამსახურდია  არახამიას,  უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად,  ვლადიმერ პუტინის პროექტად მოიხსენიებს და  მას შეუმდგარ, საკუთარი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელ არსებად მოიხსენიებს.  

„დიჯეი ბრაუნი, როგორც მისი ბოსი და თანამასხარა ზელია, ვამბობდი, ვიძახი და შედეგებიც მაგაზე მეტყველებს, რომ ორივე არიან კრემლისა და ვოვას პროექტები. ეს შეუმდგარი, კომიკური (ნუ მისი პროფესიაა) და თავისი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელი არსება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ პატრიოტს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, ადარებს იმ ადამიანს, რომლის პარტიის წარმომადგენლებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებული პარტიის მთავარი ტიპი თვითონ არის. ეს იგივეა, ზვიადს რომ ჩაიშესკუს ადარებდნენ პუტჩისტები და მერე, თვითონ ჩაუშესკუს მეთოდებით გაუსწორდნენ ქართველ ხალხს და წარმატებულად, ესტაფეტა მიშას და მის გუნდს, თავიანთ ნაშიერებს გადააბარეს“,- წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი