დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 03 სექტემბერი 2025, 17:57
პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

სუსში, თანამშრომლებისთვის ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის წარდგენის ღონისძიებაზე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობას ღირსეულად გაუძღვება.

„ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მემსახურა თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის.

ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან. ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით.

ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს”, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვრცელდება ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა
არქივი