აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავებაზე: ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 03 სექტემბერი 2025, 18:01
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აქციაზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

„ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებს, სუს-ის ქოლგის ქვეშ და სხვა უწყებებთან ერთიანობაში რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს“, - აცხადებს მახაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - საკმაოდ კარგად მოქმედებს, ის მამაცია
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
არქივი