საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 03 სექტემბერი 2025, 18:39
საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის.

„საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ჩადის ისეთ გაუგონარ დანაშაულებს, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ამას ნამდვილად უნდოდა შეფასება.

ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. ასეთი ფაქტები წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი