მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 03 სექტემბერი 2025, 19:06
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი, -  წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე, რომლის დანიშვნასაც პრალამენტმა დღეს უყარა კენჭი.

დიმიტრი სამხარაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე შეძლებს “ქართული ოცნების” ჯარისკაცების ყველა იმ სურვილის ახდენას, რომელიც მათ 2012 წლიდან აქვთ.

“თითქმის 10 წელი ვმუშაობდი მამუკასთან ერთად, პარტიას ვაძლიერებდით, საოლქო ორგანიზაციების მენეჯმენტს ვმართავდით, არჩევნებს ვაორგანიზებდით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით! ბევრი უძილო ღამე გავატარეთ პრემიერთან ერთად და მას დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დღეს, პარტია სათანადო სიმაღლეზე დგას, გამართული სტრუქტურით და დალაგებული მენეჯმენტით! 

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი! 

წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! დარწმუნებული ვარ შეძლებს ყველა “ქართული ოცნების” ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს! უფრო ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს, ხალხს და სახელმწიფოს!”- წერს დიმიტრი სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი