დღეს საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევაა იმის გარჩევა, სად არის ზღვარი ნამდვილ საერთაშორისო პარტნიორობასა და „დიფ სთეითის“ სცენარს შორის - მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ურთიერთობების ჯანსაღი ეტაპის დაწყება აშშ-სთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 04 სექტემბერი 2025, 12:19

ქართველი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საკუთარ წერილში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება – ე.წ. „დიფ სთეითის“ (Deep State) ფენომენს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ის შიდა პოლიტიკური პროცესების კონტექსტშიც აქტიურად განიხილება. ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ „დიფ სთეითი“ არ გამქრალა; მან მხოლოდ ტრანსფორმაცია განიცადა – შეიცვალა ფორმები და მოქმედების გზები, მაგრამ უცვლელი დარჩა მიზანი. ეს მიზანი, შათირიშვილის აზრით, იგივეა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, უბრალოდ მიზნის მისაღწევად სხვა ტაქტიკა გამოიყენება - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ერთგვარი გლობალური ქსელია, რომელიც საკუთარ ინტერესებს კონკრეტული ქვეყნების შიგნით არსებული ჯგუფებისა და მასების მეშვეობით ახორციელებს. მის იარაღად ხშირად გვევლინება არასამთავრობო სექტორი, საინფორმაციო კამპანიები და „სასარგებლო იდიოტების“ მობილიზება.

„ქართველი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საკუთარ წერილში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება – ე.წ. „დიფ სთეითის“ (Deep State) ფენომენს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ის შიდა პოლიტიკური პროცესების კონტექსტშიც აქტიურად განიხილება. ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ „დიფ სთეითი“ არ გამქრალა, მან მხოლოდ ტრანსფორმაცია განიცადა – შეიცვალა ფორმები და მოქმედების გზები, მაგრამ უცვლელი დარჩა მიზანი. ეს მიზანი, შათირიშვილის აზრით, იგივეა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, უბრალოდ მიზნის მისაღწევად სხვა ტაქტიკა გამოიყენება.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი შათირიშვილის წერილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასამთავრობო სექტორს, რომელ თემასაც კიდევ უფრო გავშლი. „დიფ სთეითი“ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ხშირად იყენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ოფიციალურად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და დემოკრატიის მხარდაჭერას ემსახურებიან, თუმცა რეალურად შესაძლოა სრულიად სხვა ინტერესებს ატარებდნენ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფაქტია აშშ-ში USAID-ის ოფიციალური დახურვა. აღნიშნული ორგანიზაცია წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო საქართველოშიც, თუმცა მისი საქმიანობა ახლა თავად ამერიკაშიც „დამაზიანებლად“ და „არარელევანტურად“ შეფასდა. ეს გარემოება საფუძველს იძლევა დასმული იქნას კითხვა – რა ხდებოდა იმ პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც საქართველოში USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა? თუ საწყისი ინიციატივა შეცდომით ან დამახინჯებულად იყო ჩამოყალიბებული, ბუნებრივია, მისი შედეგებიც პრობლემური უნდა ყოფილიყო.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვის ნიშნები: ემსახურებოდნენ თუ არა ეს პროგრამები საქართველოს ინტერესებს?

ხომ არ ხდებოდა გარკვეული ჯგუფების გავლენის გაძლიერება ქვეყნის პოლიტიკური პროცესების შესაცვლელად?

და თუ თავად აშშ-ში USAID ანტისახელმწიფოებრივად შეფასდა, რას ნიშნავს ეს იმ ქვეყნებისათვის, სადაც იგი წლების განმავლობაში მთავარი ფინანსური წყარო იყო?

აღნიშნული სრულიად საკმარისია რომ საქართველოში გამოძიება დაიწყოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში usaid-ის მიერ ფინანსდებოდა.

„დიფ სთეითი“ და მისი სტრუქტურა შათირიშვილი აღნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის ორფენიანი. ერთ მხარეს დგას პირდაპირი აგენტურა – პოლიტიკოსები და ჯგუფები, რომლებიც შეგნებულად ემსახურებიან მის ინტერესებს. მეორე მხარეს კი – მასა, რომელსაც ავტორი „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებს. ეს ადამიანები ხშირად გულწრფელად სჯერათ, რომ დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა სინამდვილეში სხვისი სცენარის შესრულებაში მონაწილეობენ ისე, რომ ამის გაცნობიერებაც კი არ აქვთ. სწორედ ეს მასა ქმნის ქუჩის აქციებს, პროტესტს, ხმაურიან კამპანიებს და საბოლოოდ – ხელს უწყობს „დიფ სთეითის“ მიზნების შესრულებას.

საქართველო–აშშ ურთიერთობები ყველაზე სენსიტიური საკითხი მაინც საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაა. ბოლო წლების განმავლობაში აშკარად იგრძნობა, რომ ურთიერთობის „გადატვირთვა“ ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი დაინტერესებულია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, ვაშინგტონის მხრიდან პროცესი სიფრთხილით და ხანგრძლივად მიმდინარეობს. რთულია, ეს უბრალო შემთხვევითობად ჩაითვალოს. უფრო სავარაუდოა, რომ არსებული დაყოვნებები „დიფ სთეითის“ გავლენას უკავშირდება, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობის შეფერხებას.

თუ დავაკვირდებით, აშშ-ის შიდა პოლიტიკაშიც მიმდინარეობს დაპირისპირება „დიფ სთეითსა“ და იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ ღია, გამჭვირვალე პოლიტიკის გატარებას. შესაბამისად, იგივე ბრძოლა ირიბად აისახება საქართველოზეც.

შათირიშვილის ანალიზი გვიჩვენებს, რომ „დიფ სთეითი“ ერთგვარი გლობალური ქსელია, რომელიც საკუთარ ინტერესებს კონკრეტული ქვეყნების შიგნით არსებული ჯგუფებისა და მასების მეშვეობით ახორციელებს. მის იარაღად ხშირად გვევლინება არასამთავრობო სექტორი, საინფორმაციო კამპანიები და „სასარგებლო იდიოტების“ მობილიზება.

დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმის გარჩევა, სად არის ზღვარი ნამდვილ საერთაშორისო პარტნიორობასა და „დიფ სთეითის“ სცენარს შორის. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და პარტნიორული ურთიერთობების ახალი, ჯანსაღი ეტაპის დაწყება აშშ-სთან.“ - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
არქივი