საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამჭვირვალეა და არც ადგილობრივ არჩევნებზე აქვს რაიმე დასამალი - დამკვირვებლად მოწვეულია ეუთო/ოდირის მისია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 06 სექტემბერი 2025, 12:29

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს, სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.

მისივე თქმით, უტყუარი ფაქტების წინაშე რადიკალებისა და მათი საგარეო მფარველების პროპაგანდა ე.წ. გაყალბებაზე, კვლავაც დეზინფორმაციულ, ტრაგიკომედიურ სიბრტყეში დარჩება.

„საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამჭვირვალეა და არც ადგილობრივ არჩევნებზე აქვს რაიმე დასამალი შავბნელი სპეკულაციების ფონზე - დამკვირვებლად მოწვეულია ეუთო/ოდირის მისია.

ჩვეულებისამებრ, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მაღალპროფესიონალურ, დემოკრატიულ და ორგანიზებულ მიდგომას არჩევნებისადმი, საპარლამენტო იქნება, ადგილობრივი თუ შუალედური. უტყუარი ფაქტების წინაშე რადიკალებისა და მათი უსინდისო საგარეო მფარველების ბინძური პროპაგანდა ე.წ. გაყალბებასა და შედეგების ე.წ. მიტაცებაზე კვლავაც დარჩება დეზინფორმაციულ, ტრაგიკომედიურ სიბრტყეში”, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი