დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 09 სექტემბერი 2025, 11:51

ექსპერტი გია აბაშიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „გასამრჯელოს გამო საქართველოს აყირავების მოსურნე დოქსოპულოების ეს დროებითი „პროვოკაციობანა“ მორიგ კრახს იგემებს არჩევნებამდე და მის შემდეგ. ხოლო დამნაშავე ნაცრეჟიმი აუცილებლად გასამართლდება და აილაგმება მისი ნაყარნუყარი პარაზიტი სატელიტებით.

მისივე თქმით, ამ უკიდურესად ტურბულენტურ გლობალურ პროცესებში, რომლითაც სარგებლობა სურთ მტრულ შიდა და გარე ძალებსაც, პატარა „ნავი“, საქართველო, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდება და გამთლიანდება, „მეხუთე კოლონისა“ და მისი გარეწარი, უცხოელი სპონსორების ობსტრუქციის მიუხედავად.

„გასამრჯელოს გამო (თურმე არასაკმარისია ზოგიერთისთვის) საქართველოს აყირავების მოსურნე დოქსოპულოების ეს დროებითი „პროვოკაციობანა“ მორიგ კრახს იგემებს არჩევნებამდე და მის შემდეგ. ხოლო დამნაშავე ნაცრეჟიმი აუცილებლად გასამართლდება და აილაგმება მისი ნაყარნუყარი პარაზიტი სატელიტებით.

2003 წლის რევოლუციური, ობიანი „სახელმძღვანელოთი“ ვერანაირი გადატრიალება ვერ მოხდება, თუკი საზოგადოების ფართო ფენებში არაა ამის სურვილი. თუნდაც ულტრამემარცხენე გლობალისტები რომ ყოფილიყვნენ დღეს თეთრ სახლში, მაინც ვერ მიაღწევდნენ საწადელს თავისუფალ საქართველოში. სხვა დროა და რაც მთავარია, პატრიოტ ქართველთა ერთიანობა არ დაუშვებს ნეოკოლონიალისტური ძალების პარპაშს ჩვენს მიწა-წყალზე.

რასაკვირველია, საცოდაობაა ნებისმიერი გონებადაბინდული თანამემამულის რაღაც საპროტესტო, თანაც გაუთვითცნობიერებელი აღტყინება, მაგრამ მართლმსაჯულებამ პასუხი უნდა აგებინოს გადატრიალების მცდელობისა და არეულობების მოწყობის ორგანიზატორებს და მათ ანგარებიან, აგრესიულ პაიკებს.

დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს.

ამ უკიდურესად ტურბულენტურ გლობალურ პროცესებში, რომლითაც სარგებლობა სურთ მტრულ შიდა და გარე ძალებსაც, პატარა „ნავი“, საქართველო, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდება და გამთლიანდება, „მეხუთე კოლონისა“ და მისი გარეწარი, უცხოელი სპონსორების ობსტრუქციის მიუხედავად.

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი