60
10 სექტემბერი 2025, 17:13
რუსული საჯარისო შენაერთები პოლონეთში განლაგებულ ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავდნენ, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში , რომელიც მან რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
„პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტების განადგურება არ იგეგმებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აგრეთვე დასძინეს, რომ მათ მიერ გამოყენებული დრონების ფრენის მაქსიმალური მანძილი 700 კილომეტრს შეადგენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონურ მხარესთან ინციდენტის შესწავლის მიზნით თანამშრომლობის თაობაზე მზაობას გამოხატავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |