Politico: მემარჯვენე და მემარცხენე ევროპარლამენტარები ამაღამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხს დააყენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 10 სექტემბერი 2025, 19:42
პარტია „პატრიოტებისა“ და „მემარცხენეების“ დეპუტატები ევროპარლამენტში დღეს შუა ღამისას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს დააყენებენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებმა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხის დაყენება რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს. ეს იქნება რიგით მეორე კენჭისყრა უნდობლობის საკითხზე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

Politico წერს, რომ თუ ნებისმიერი ერთი ჯგუფის წინადადებას ევროდეპუტატთა უმეტესი ნაწილი მხარს დაუჭერს, ფონ დერ ლაიენს გადადგომა მოუწევს. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფონ დერ ლაიენს საკუთარი პოზიციის გასახმოვანებლად პარლამენტში ოქტომბერში მოუწევს მისვლა.

„ევროკავშირი დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პრობლემებთან გამკლავების უნარი არ შესწევს“, - წერია მემარჯვენეების განმარტებით ბარათში, რომელიც Politico-მ მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი