ფრანგების „აღშფოთებულ შეშფოთებას“ ვერც პრემიერის შეცვლა უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა უკვე ფრანგები შეაწუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 11 სექტემბერი 2025, 12:19

არ მეგონა, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგნოზი, რომელიც მე გამოვთქვი ერთი თვის წინ - საფრანგეთში ასე მალე აღსრულდებოდა. სექტემბერშივე ახარეს ფრანგებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის „კაპიტულაციის აქტის“ გადალახვა, რომელსაც მან ტრამპის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში მოაწერა ხელი - რიგითი ევროპელების „კისერზე“ გადაივლის. საფრანგეთში მაგალითად, ეკონომიკის „გაძლიერება“ საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების შეკვეცით დაიწყეს. ფრანგების „აღშფოთებულ შეშფოთებას“ ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა ვერ უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა - მაგრამ „დომინოს პრინციპი“ ჯერ არავის გაუუქმებია. გაიღვიძე ევროპა - წერს „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები ევროპისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, უკვე სექტემბერში გახდა ცხადი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაფორმებული შეთანხმებები „რიგითი ევროპელების კისერზე გადაივლის.

„არ მეგონა, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგნოზი, რომელიც მე გამოვთქვი ერთი თვის წინ - საფრანგეთში ასე მალე აღსრულდებოდა. სექტემბერშივე ახარეს ფრანგებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის „კაპიტულაციის აქტის“ გადალახვა, რომელსაც მან ტრამპის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში მოაწერა ხელი - რიგითი ევროპელების „კისერზე“ გადაივლის. საფრანგეთში მაგალითად, ეკონომიკის „გაძლიერება“ საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების შეკვეცით დაიწყეს. ფრანგების „აღშფოთებულ შეშფოთებას“ ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა ვერ უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ეცროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა - მაგრამ „დომინოს პრინციპი“ ჯერ არავის გაუუქმებია. გაიღვიძე ევროპა!

ხომ მართლა, აკაცუკების ტელევიზიები თუ აშუქებენ საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ რევოლუციას? „რუსული არისო მაი ამბავი“ - ამ კონტექსტში მაინც? ან 32 წლის გადასარევი ამერიკელი ახალგაზრდის, ულამაზესი ოჯახის პატრონის მკვლელობა თუ გააშუქეს - ჩადენილი მხოლოდ იმის გამო, რომ დაუფარავად ქადაგებდა: კაცი-კაცია, ქალი-ქალია და რა ტკბილია ტრადიციული, რწმენაზე და სიყვარულზე აგებული საოჯახო ურთიერთობები - აი ამის გამო. არ აშუქებენ? სწორია - საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირე-მკვლელზე აუგი როგორ თქვან.

დღეს მთელი აკაცუკეთი ზეიმობს ჩარლი კირკის მკვლელობას. იქ, იუტას შტატში, ვიღაცას ეყო გამბედაობა განეხორციელებინა ის, რაზეც ადგილობრივი აკაცუკები მხოლოდ ოცნებობენ. რა დიდი სიამოვნებით გამოგვიყვანდნენ სასიცოცხლო მწყობრიდან - მრავალფეროვანი შიშებით შეპყრობილები, საკუთარ განსულიერებულ სხეულში მცირეოდენი ფულით რომ არ იმაგრებდნენ „ბალაკლავებით“ შენიღბულ „გამბედაობას“, რომლის მაქსიმუმი მხოლოდ ბანერების დაზიანებასა თუ გოგონა-ჟურნალისტის, საკუთარი „ოიდიპოსის კომპლექსის“ ზეგავლენით, უკბილო და განუხორციელებელი უშვერი შეურაცხყოფით რომ შემოიფარგლება.

ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ყარს სრულიად საქართველოს აკაცუკეთი. ლპება ერთიც და მეორეც. არანაირი რესურსი გადარჩენის - არ გააჩნიათ. გონებრივ და ინტელექტუალურ დონეზეც კი - რომელიც „ზეროა“ მათში. სიტყვიერი მარაგის დონეზეც კი - რომელიც მათთვის ამ გაუგებარი ტექსტის შინაარსის წინაშე, დღეს ცვლაში მყოფი „სატროლეთის“ მხრიდან, დედაჩემის მიმართ მორიგი განუხორციელებელი დაპირებით შემოიფარგლება, საკუთარ შიგევროპულ საუკეთესო ტრადიციებში. ლეში - სიკვდილის შემდეგ ყროლდებაო, თქვენ კი ამას „სიცოცხლეშივე" მიაღწიეთ...“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი