საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 12 სექტემბერი 2025, 14:22

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

2026 წლის თებერვალში იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა მარიამ გიორგობიანმა ისაუბრა.

განიხილეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შედეგები. ამას გარდა, მოისმინეს სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის მოხსენება 2026 წლის გაზაფხულზე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისათვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.

დაამტკიცეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ოლიმპიური მოძრაობის 35-წლიანი ისტორია საქართველოში და განვითარების პერსპექტივები“ მომზადებაზე იმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი