მამუკა მდინარაძის და სუს- ის თანამშრომლობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ არათუ სისუსტე გამოავლინა მომავალი ტერორისტული აქტის მიმართ, არამედ სწორედ მათ მიერ მოხდა დიდი უბედურების პრევენცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 12 სექტემბერი 2025, 16:42

ზოგადად, ასეთი აფეთქებების (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზანი, მსხვერპლი, პანიკის გამოწვევა, მოსახლეობის დაშინება და რაც მთავარია იმის ჩვენება გახლავთ, რომ ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები ასეთი საფრთხის წინაშე სუსტები და უუნაროები არიან, თავად სახელმწიფო კი უსაფრთხო არ გახლავთ, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სუს-ის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანასთან დაკავშირებით ორი პიროვნების დაკავების ფაქტს.

ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგები უკმაყოფილებას გამოიწვევს , მათ შორის ოპერაციის ჩავარდნის საკითხიც, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდება რეალურად რომელი ქვეყანაა საქართველოს მიმართ მეგობრულად განწყობილი და რომელი არა.

„ თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით. სუს- ის ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს, რომელიც რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. როგორც ირკვევა, ბოლო დანიშნულების ადგილად, თბილისში, მდებარე ერთ ერთი საცხოვრებელი სახლი იყო განსაზღვრული. ზოგადად, ასეთი აფეთქებების (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზანი, მსხვერპლი, პანიკის გამოწვევა, მოსახლეობის დაშინება და რაც მთავარია იმის ჩვენება გახლავთ, რომ ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები ასეთი საფრთხის წინაშე სუსტები და უუნაროები არიან, თავად სახელმწიფო კი უსაფრთხო არ გახლავთ.

ჯერჯერობით გამოძიება კვლავ მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა შესაძლო კავშირი არსებობს ასაფეთქებელ ნივთიერების შემოტანას და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების შორის. გამოძიების მიმდინარეობისას უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, რომელმაც საქართველოს არა მეგობრულად განწყობილი ქვეყნის (შესაძლოა ქვეყნების!) ინტერესი მომავალ ტერაქტის განხორციელების მიზნით უფრო მეტად გამოკვეთოს. დარწმუნებული ვარ, ამან შესაძლოა უცხოეთში ვიღაცების მრავალმხრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს, მათ შორის ჩავარდნილი სპეცოპერაციისა და ტერაქტის გამო, სამაგიეროდ ერთხელ და სამუდამოდ დაგვარწმუნებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ სხვა ქვეყნების მტრულ თუ მეგობრულ, რეალურ დამოკიდებულებაში. პირადად მამუკა მდინარაძის და სუს-ის თანამშრომლობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ არათუ სისუსტე გამოავლინა მომავალი ძლიერი აფეთქების (ტერორისტული აქტის) მიმართ, არამედ სწორედ მათ მიერ მოხდა დიდი უბედურების პრევენცია, რომელიც დიდ ადამიანური მსხვერპლის და უზარმაზარი ნგრევის გარდა როგორც ჩანს „ძალიან დიდი და ბინძური პოლიტიკური მიზნებიც გააჩნდათ," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
არქივი