ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 13 სექტემბერი 2025, 19:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს
არქივი