ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 13 სექტემბერი 2025, 19:12

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ზოდელავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი ორივე მათგანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოსაც შესთავაზებენ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
არქივი