რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 16 სექტემბერი 2025, 12:46

დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას.

მისი თქმით, პროცესები გარედან არის მართული და ეს ყველასთვის ნათელია.

„გაცხადებული არის, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა, ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით. მე პირადად ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდევაც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი კიდევ ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან.

ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის არჩევნები. არანაირი არჩევნები ახლა ცენტრალური ხელისუფლების შესაცვლელად არ იგეგმება. არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ისინი განზრახ არ მონაწილეობენ. შესაბამისად, ხაბეიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ კოჰორტას გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიული გზით ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე. აქედან პირდაპირ იკითხება, რომ მათი ერთადერთი გზა არის არადემოკრატიული ანუ ძალადობრივი შეცვლა ხელისუფლების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი