არ ვიცი ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ამტკიცებს, რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებსო. ფარისევლობის მწვერვალია, რასაც ჩვენ ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 16 სექტემბერი 2025, 12:51
არ ვიცი ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ელენე ხოშტარიაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არ უნდა ენდო. როგორც ჩანს, ერთადერთი, ვის მიმართაც ხელშეკრულებებს იცავენ, არის ხოშტარიას ოჯახი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპარლამენტარები ხელისუფლების დასანქცირებას ითხოვენ ელენე ხოშტარიას დაკავების გამო.

„ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუ კანონის უზენაესობა და დემოკრატია აინტერესებს, ეს გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული. ქართული სახელმწიფო ამ სანქციებზე ზრუნავს. იცით, რომ მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო. გუშინწინ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, შესაბამისად, ეს გახლავთ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს იმ თანხასთან დაკავშირებით, რაც ხოშტარიას მამას შვილის დაკავების შემდეგ ჩაერიცხა რუსეთიდან.

„არ ვიცი ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ერთი გარემოებაც საინტერესოა - ხომ ამტკიცებენ, რომ ვალდებულებები არსებობს და მეორე მხრივ, იგივე ხალხი, ელენე ხოშტარიაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არ უნდა ენდო. როგორც ჩანს, ერთადერთი, ვის მიმართაც ხელშეკრულებებს იცავენ, არის ხოშტარიას ოჯახი. ფარისევლობის მწვერვალია რასაც ჩვენ ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

ამასთან, „ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი