“ჩვენ შევუტევთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს და თავადვე ერთვება ძალადობაში“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 16 სექტემბერი 2025, 12:55
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს.

ჯეი დი ვენსის შეფასებით, ამერიკა პოლიტიკურ ძალადობამდე სწორედ NGO-ების ქსელის დამსახურებით მივიდა. ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლი კირკის შოუში თქვა, რომლის წამყვანიც თავადვე იყო.

„ბევრს აშფოთებს, თუ როგორ მოვედით აქამდე. ულტრამემარცხენე გიჟები ამბობენ, რომ ჯეი დი ვენსი და სტივენ მილერი კონსტიტუციურად დაცულ სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავენ. არა, ჩვენ შევუტევთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს და თავადვე ერთვება ძალადობაში. ეს არ არის ნორმალური. ჩვენს სისტემაში ძალადობა მიუღებელია და გვსურს, რომ ეს ნაკლებად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

გადაცემაში აგრეთვე ისაუბრა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოადგილემ სტივენ მილერმა, რომელმაც რადიკალ მემარცხენე ორგანიზაციებს ტერორისტული მოძრაობა კიდევ ერთხელ უწოდა და განაცხადა რომ მთავრობის ყველა სააგენტოს რესურსს გამოიყენებს მის გასანადგურებლად.

„ბოლო შეტყობინება, რაც ჩარლიმ გამომიგზავნა მის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე, იყო ის, რომ გვჭირდებოდა ორგანიზებული სტრატეგია მემარცხენე ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ქვეყანაში ძალადობას უწყობენ ხელს. მე ამ სიტყვებს მკერდზე ამოვიტვიფრავ და გავაკეთებ. ჩვენი სიბრაზე უნდა მივმართოთ იმ ორგანიზებული კამპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მკვლელობა გამოიწვია, რათა აღმოვფხვრათ ეს ტერორისტული ქსელები. ეს მოიცავს ორგანიზებული დაშინების კამპანიებს, ორგანიზებულ არეულობებსა და ორგანიზებულ ქუჩის აქციებს, დეჰუმანიზაციის ორგანიზებულ კამპანიებს, ძალადობის განმახორციელებელ ორგანიზებულ ერთეულებს. ყოველივე ეს არის ფართო მასშტაბის შიდა ტერორისტული მოძრაობა. ღმერთია მოწმე, ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ გამოვააშკარაოთ, დავშალოთ და გავანადგუროთ ეს ქსელი“, - აღნიშნა მილერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
არქივი