ქეთი თოლორაია: რუსი არტისტები ინსტაგრამზე გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან. ერთადერთი ვისაც რუსული სისტემა ვერ მოერია, არის ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 16 სექტემბერი 2025, 13:40

რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები, - წერს ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ერთადერთი, ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია, ელენე ხოშტარიაა და ის კვლავაც იღებს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარს.

„რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ხელშეუხებელი ან აბსოლუტური უფლება. ნებისმიერი ღვაწლის, გავლენის და ძალის ადამიანს შეიძლება ჩამოართვან ქონება, ჯილდოები, აუკრძალონ ქვეყნის დატოვება ან შემოსვლა. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი გამძაფრდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღიდან. რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები. დასაჯეს ისინიც კი, ვინც უკრაინაში შეჭრას კი არ გმობდა, უბრალოდ იძახდა რომ ომი ცუდია. ერთადერთი ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია და ვერ გადაახტა არის ელენე ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი. ამ ადამიანმა, რომელიც თავდაუღალავად ებრძვის რუსულ რეჟიმს საქართველოში და ყოველ დღე აახლოებს პუტინის აღსასრულს, შეუძლებელი შეძლო და საუკუნეების ნაშენები ავტორიტარიზმი ჩიხში მოამწყვდია. ყოჩაღ ელენე!" - წერს თოლორაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება
დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
არქივი