The American Conservative: დასავლეთი საქართველოს აიძულებს უკრაინის ტრაგიკული გზა აირჩიოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 16 სექტემბერი 2025, 14:33
გამოცემა The American Conservative საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ დასავლეთი თბილისს აიძულებს აირჩიოს უკრაინის გზა, რომელიც თავად კიევისთვის იყო დამღუპველი.

კერძოდ, როგორც სტატიის ავტორი წერს, 2013 წლის ბოლოს ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინა არჩევანის წინაშე დააყენეს: ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ან აეშენებინა საკუთარი მომავალი რუსეთთან ერთად.

გამოცემის ცნობით, არცერთი ვარიანტი ცალკე აღებული უკრაინისთვის არ იყო მისაღები. უკრაინას სურდა ევაჭრა ორივე მხარესთან და ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. ეს ვარიანტი ევროპელებმა უარყვეს. დასავლეთმა აგრეთვე უარყო უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვარიანტიც.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინისთვის კარგი ურთიერობების დამყარება რუსეთთან და დასავლეთთან უფრო მიზანშეწონილი იყო, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საკუთარ თავს რუსეთს უკავშირებდა, ხოლო მეორე ნახევარი - დასავლეთს. თუმცა, დასავლეთი ითხოვდა, რომ უკრაინას ერთ-ერთი მხარე აერჩია და ტრაგიკული შედეგიც სახეზეა.

„დასავლელი ლიდერები ახლა რისკავენ იმით, რომ შესაძლოა, იგივე შეცდომა დაუშვან 3,7 მილიონი მოსახლეობის მქონე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის არის მოქცეული. აშშ-ის კონგრესი, ევროკავშირის ინსტიტუტები და დასავლური მედია ერთხმად გვარწმუნებენ იმაში, რომ საქართველომაც უნდა გააკეთოს არჩევანი „ან-ან“, - აღნიშნულია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი