მედია: საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა რუსებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე უარი თქვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 16 სექტემბერი 2025, 17:17
საბერძნეთმა, პირველად 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის შესახებ. იგივე გააკეთეს იტალიამ, საფრანგეთმა, უნგრეთმა და ესპანეთმა, - წერს UNN-ი ProNews-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, რუსი ტურისტები საბერძნეთში დღეში საშუალოდ 1,300 ევროს ხარჯავენ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების საშუალო ხარჯი მხოლოდ 567 ევროს შეადგენს.

2015 წლამდე რუსები დაახლოებით 900 ევროს ხარჯავდნენ, ხოლო საშუალო ტურისტი დაახლოებით 600 ევროს. ახლა რუსების საშუალო დანახარჯი გაიზარდა, რადგან რუსეთ-საბერძნეთის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებაც გაიზარდა.

საბერძნეთთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ვეტო იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმაც დაადეს. კვიპროსს კი, რომლის მოსახლეობის 10%-ს რუსული პასპორტი აქვს, ვეტო არ დაუდია.

ევროკავშირი რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვების გამკაცრებას და ბლოკის შიგნით რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში განიხილავს, რომლის მიღებაც ამ კვირაშია მოსალოდნელი.

შენგენის ზონაში შესვლის ნებართვების უფრო მკაცრად გაცემას მხარს გერმანიის მთავრობაც უჭერს. წინადადების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტული მოგზაურობის ან შოპინგის მიზნით ვიზების გაცემა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შერგელაშვილი ფიგურირებს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისი“, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპულ მედიაში
„ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ლობისტური კონტრაქტია, ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა, ამით სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
არქივი