ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 18 სექტემბერი 2025, 21:43

ორი ოპოზიციური ძალის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ევროპის დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის და მომავალი თანამშრომლობის პირობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილიპ კლოზიმ მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში მიიღო.

„ქალაქ ბრიუსელის მერთან შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად და ბევრი ვისაუბრეთ თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალებზე როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.

ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ თბილისის რუსი მერი ვერ ჩამოდის ევროპულ დედაქალაქებში და ვერ ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე.

კალაძე ვერ ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, ის ვერ ხვდება ევროპელ კოლეგებს და ეს ყველაფერი უკან ხევს და იზოლაციაში აქცევს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი