ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 19 სექტემბერი 2025, 07:01

ამერიკელი კონსერვატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულება გამოსცა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის პირველი პირების,  ჯორჯია მელონისა და მისი მოადგილეების, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მატეო სალვინის მიმართ უსაფრთხოების ზომების გადახედვასა და შესაძლო გაძლიერებას.

მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.

მედიის ცნობით, იტალიის პრემიერმა და ვიცე-პრემიერებმა 2022 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საშუალო დონის დაცვა აირჩიეს. მისი გაძლიერება ნიშნავს, რომ ახლა მელონის, ტაიანისა და სალვინის ორი ან სამი ჯავშნიანი ავტომობილი გაჰყვება, თითოეულში დაცვის სამი წევრით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი