64
19 სექტემბერი 2025, 07:02
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი წარედგინებათ, - ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ მოწვეულია Coreper-ის რიგგარეშე სხდომა“, - განუცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა რუსულ მედიას.
სხვა დიპლომატიური წყაროების ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების რიგგარეშე შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტის პროექტის წარდგენა იქნება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |